ქუთაისში საინფორმაციო პიარ-აქცია გაიმართა
ივნისი 13, 2024
13.06.24 – ქუთაისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და „ევროპელი ელჩების“ ერთობლივი ინიციატივით, ქუთაისში, საინფორმაციო პიარ-აქცია მოეწყო.
დღის მანძილზე, საინფორმაციო სტენდთან მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ინფორმაცია მიეღოთ ევროკავშირისა და ნატოს საკითხებზე.
ასევე, გაიმართა ვიქტორინა, სადაც გამარჯვებულებს სასურველი საჩუქრის მიღება შეეძლოთ. ვიქტორინას მოდერაციას ცენტრის სტაჟიორი ლუკა მესხი და მოხალისე თემურ ცნობილაძე უწევდნენ.
საინფორმაციო კამპანიის ნაწილში მოსახლეობას მითების საინფორმაციო ფლაერები და თემატური წიგნები დაურიგდათ.