ქუთაისში სამაგიდე და ინეტელექტუალური თამაშები რა? სად? როდის? და NATO&EU ჩატარდა

მაისი 6, 2023

06.05.23 – ქუთაისი

საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეები 2023-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივითა და ქუთაისის “წიგნების თაობასთან“ თანამშრომლობით სამაგიდე და ინეტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? და NATO&EU ჩატარდა.

ინეტელექტუალურ თამაშში რა? სად? როდის? 8 გუნდი მონაწილეობდა, სადაც 20 კითხვა ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს ეხებოდა. გამარჯვებულ გუნდს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ საჩუქრები გადასცა.

სამაგიდე თამაშში NATO&EU, კი ორი გუნდი მონაწილეობდა, რომელსაც ცენტრის სტაჟიორი მარიამ რობაქიძე უძღვებოდა. გამარჯვებული გუნდი თემატური საჩუქრებით დაჯილდოვდა.