ქუთაისში სამაგიდე თამაშის EU&NATO პრეზენტაცია გაიმართა
მაისი 24, 2023
24.05.23 – ქუთაისი
საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეები 2023-ის ფარგლებში, სამაგიდე თამაშის EU&NATO პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივითა და დეველოპერულ ჰაბთან თანამშრომლობით ჩატარდა.
თამაშში საქართველოს წითელი ჯვრის, განათლებისთვის და უფლებებისთვის, სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“, გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „სპექტრი“ და განათლების განვითარებისა და საქმეების ცენტრის წარმომადგენლები ჩაერთვნენ.
გამარჯვებულ გუნდს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამახსოვრო თემატური საჩუქრები გადასცა.