ქუთაისში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

აპრილი 29, 2024

29.04.24 – ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ჩართულობითა და ფინანსთა სტუდენტური სამინისტროს ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივით, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო.

ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, გაფართოების ეტაპებსა და იმ მნიშვნელოვან თარიღებზე, რომელიც საქართველომ ევროკავშირთან დაახლოების გზაზე გაიარა.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.