ქუთაისში „წიგნების თაობის“ მსმენელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აპრილი 30, 2023

30.05.23 – ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ჩართულობითა და „წიგნების თაობის“ ინიციატივით, ქუთაისში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და მიზნები გააცნო. საუბარი შეეხო ნატო-სა და ევროკავშირის შექმნის ისტორიას, გაფართოების ეტაპებსა და საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დინამიკას.

შეხვედრის დასასრულს „წიგნების თაობას“ თემატური სამაგიდე თამაში საჩუქრად გადაეცათ, რომელიც რეგიონული ინიციატივების ცენტრის „ნათელი მომავალი“ პროექტის ფარგლებში ქუთაისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით დაიბეჭდა.