ქუთასის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 10, 2023

10.11.23 – ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ჩართულობით, „საშემოდგომო სკოლის“ ფარგლებში ორდღიანი ტრენინგი გაიმართა, რომელსაც ქუთასის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

ტრენინგი რეგიონული ინიციატივების ცენტრის “ნათელი მომავალი” პროექტის “ახალგაზრდების ინფორმირებულობა ჩართულობის გზით” ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც მოწვეული ექსპერტი, სამხრეთ კავკასიაში ევროპის საჯარო სამართლის (EPLO) რეგიონული წარმომადგენლობის დირექტორი იოსებ ნანობაშვილი უძღვებოდა. ტრენინგის თემა ევროკავშირის ინსტიტუტები და გადაწყვეტილების მიღების პროცედურები იყო.

აღსანიშნავია, რომ საშემოდგომო სკოლის ფარგლებში 6 ლექცია ჩატარდა. წარმატებულ მსმენელებს კი სერთიფიკატები გადაეცემათ.

პროექტი დაფინანსებულია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული ინიციატივების პროგრამის ფარგლებში. პროექტის მხარადამჭერია ქუთაისის უნივერსიტეტი და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.