ლაგოდეხის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მარტი 29, 2024
29.03.24 – ლაგოდეხი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა, სამხრეთ კავკასიაში ევროპის საჯარო სამართლის (EPLO) რეგიონული წარმომადგენლობის დირექტორმა იოსებ ნანობაშვილმა, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების ხელშესახები სიკეთეებისა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ გაუწია და საინფორმაციო ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.