ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 5, 2022
05.10.22 – ლაგოდეხი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ჩართულობითა და ,,სამოქალაქო განვითარების ასოციაციის’’ ორგანიზებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მოსახლეობასთან, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე. აგრეთვე, საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ ხელშესახებ სიკეთეებსა და გაწევრიანების ეტაპებს.
დისკუსიის ნაწილში მონაწილეებმა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს, მიმოიხილეს გეოპოლიტიკური კონტექსტები და ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.