ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
იანვარი 29, 2020

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, მოწვეულმა ექსპერტმა ალექსანდრე კახიძემ, მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, ორმხრივი ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობასა და იმ სიკეთეების შესახებ, რომელსაც ევროინტეგრაციის პროცესის შედეგად ვიღებთ.
ასევე, ყურადღება გამახვილდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისთვის გაცემული გრანტის ფარგლებში, მიმდინარე პროექტზე „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“ და განსაკუთრებით აღინიშნა მოსახლეობასთან ევროინტეგრაციის საკითხებზე მეტი კომუნიკაციის აუცილებლობა.