ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მარტი 14, 2023

14.03.23 – ლაგოდეხი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ჩართულობითა და ა.ა(ი)პ. „ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის’’ ინიციატივით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში ლაგოდეხის მუნიციპლიტეტის სოფელ აფენში, გიორგეთსა და ლელიანში მცხოვრები ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ, ახალგაზრდებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმდინარე მოვლენები, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხები, ევროკავშირის დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები, ევროპული ფასეულობები და ის შესაძლებლობები გააცნო, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა და მასალები დაურიგდათ.