ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სკოლის პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა
ივნისი 14, 2022
14.06.22 – სოფელი გვიმრიანი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანის საჯარო სკოლის პედაგოგებთან, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის გაკეთებასა და მიმდინარე საერთაშორისო მოვლენებს.
სოფელ გვიმრიანის საჯარო სკოლის ინიციტივით გამოითქვა მხარდაჭერა სამომავლო ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური მხარდაჭერის საკითხებზე, რომელიც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.