ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელების ადგილობრივ მოსახლეობასთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 18, 2022

18.02.22 – სოფელი აფენი, ნინიგორი და გვიმრიანი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ავენის, ნინიგორისა და გვიმრიანის ადგილობრივ მოსახლეობასთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ექსეულიძემ, ევროინტეგრაციის პროცესში მიმდინარე ძირითად საკითხებზე, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მნიშვნელობასა და ევროკავშირთან დაახლოების გზაზე მიღებულ ხელშესახებ სიკეთეებზე ისაუბრა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.