ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მაისი 25, 2023

25.05.23 – ლაგოდეხი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ჩართულობითა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ადგილობრივ ახალგაზრდებთან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა, სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი ცხვიტავამ, საქართველოს ნატო-ში გაწერვრიანების მნიშვნელობისა და არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.