ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანის ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აპრილი 10, 2023
10.04.23 – სოფელი ლელიანი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანის ადგილობრივ მოსახლეობასთან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე ყურადღება გაამახვილა. აგრეთვე, მომხსენებელმა ინტეგრაციის პროცესში მიღებულ ხელშესახებ სიკეთეებსა და გაწევრიანების ეტაპებზე ისაუბრა.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი სოფელ ლელიანში.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.