ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მაისი 8, 2023

08.05.23 – სოფელი აფენი
საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეები 2023-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძე, ახალგაზრდებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე, მიზნებსა და პრიორიტეტებზე, ასევე, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა.
მონაწილეებმა, ასევე, ინფორმაცია მიიღეს ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე, ევროკავშირის დახმარების პროექტებზე, ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, მის ძირითად მიზნებსა და ამოცანებზე და მასთან ბრძოლის გზებზე.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს „ევროპის დღეები“ საქართველოში უკვე მეთერთმეტედ იმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ახორციელებს“. ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებით, ყურადღება გამახვილდება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.