ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ის თანამშრომლებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ივლისი 20, 2022

20.07.22 – ლანჩხუთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ა(ა)იპ „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების“ თანამშრომლებთან ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, მიღწევებსა და გამოწვევებს, ევროკავშირის პროგრამების ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებს, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლასა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადის ისტორიულ მნიშვნელობას.

მომხსენებელმა, ასევე, აუდიტორიას საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი ამოცანები და მიმართულებები გააცნო.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.