ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 12, 2021
12.11.21 – ლანჩხუთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და უფროსკლასელებთან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ისტორიის, ევროკავშირი – საქართველოს თანამშრომლობის, პროგრამებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებზე, ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის Erasmus + ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და გამოწვევებზე, საქართველოს მოქალაქეთა გაცნობიერებული მხარდაჭერის გაზრდის მნიშვნელობაზე ქვეყნის საგარეო პოლიტიკური არჩევანის მიმართ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.