ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისთვის აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა
დეკემბერი 14, 2021

14.12.21 – ლანჩხუთი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საჯარო მოხელეებისთვის, ონლაინ სემინარი გაიმართა.
სემინარის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა შამილაძე მიესალმა და ცენტრის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ესაუბრა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორმა ხათუნა კვესელავამ, მონაწილეებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის მიმართულებებზე მიაწოდა ინფორმაცია. მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე და იმ დახმარებაზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნას მათი დაძლევისათვის უწევს.
შეხვედრას, რომელსაც 70-მდე საჯარო მოხელე ესწრებოდა, მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ გაუწია.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.