ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 12, 2021

12.10.21 – სოფელი მამათი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათის საჯარო სკოლის უფროსკლასელებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობისა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე იმსჯელეს.

საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ევროპული ინტეგრაციის ისტორიის, ევროკავშირი – საქართველოს თანამშრომლობისა და პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებზე, ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის Erasmus + ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებსა და საქართველოს მოქალაქეთა გაცნობიერებული მხარდაჭერის გაზრდის მნიშვნელობაზე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური არჩევანის მიმართ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.