ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა
ივნისი 3, 2022
03.06.22 – სოფელი სუფსა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის დინამიკაზე, ამ პროცესში არსებულ მიღწევებზე, გამოწვევებსა და მოლოდინებზე მიაწოდა ინფორმაცია. მსმენელები გაეცნენ, თუ რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთება, რა პროცედურებია გასავლელი სამომავლოდ და დღეს რა ეტაპზეა საქართველო. ყურადღება გამახვილდა, ასევე, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებზე, ნეიტრალიტეტის სტატუსის არსსა და სპეციფიკაზე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე.
გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტების შესახებ საზოგადოების ინფორმირების, მისი გაცნობიერებული მხარდაჭერის გაზრდისა და მათთვის სწორი აღქმებისა და მოლოდინების ჩამოყალიბების მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები დაურიგდათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.