ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 10, 2022
10.02.22 – სოფელი ჩიბათი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის პედაგოგებისა და უფროსკლასელებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობისა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე იმსჯელეს.
საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ევროპული ინტეგრაციის ისტორიის, ევროკავშირი – საქართველოს თანამშრომლობისა და პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირი-საქართველოს შორის პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებსა და ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის Erasmus + ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე. საუბარი, ასევე, შეეხო ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და მასთან ბრძოლის გზებს.
გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტების შესახებ საზოგადოების არგუმენტირებული ინფორმირების, მისი გაცნობიერებული მხარდაჭერის გაზრდისა და ამ მიმართულებით მათთვის სწორი აღქმების ჩამოყალიბების მნიშვნელობას.