ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 25, 2021

25.11.21 – ლანჩხუთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ემზარ წილოსანის სახელობის ქალაქ ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და უფროსკლასელებთან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ისტორიის, ევროკავშირი – საქართველოსა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებზე, ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის Erasmus + ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და გამოწვევებზე.

გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების შესახებ ახალგაზრდებთან საკომუნიკაციო ქსელის გაფართოებისა და ამ მიმართულებით მათთვის სწორი აღქმების ჩამოყალიბების მნიშვნელობას.