ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრა
მარტი 2, 2023

02.03.23 – სოფელი მამათი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათის საჯარო სკოლის უფროსკლასელებისა და პედაგოგებისთვის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ევროპული ინტეგრაციის ისტორიის, ევროკავშირი – საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებს, ევროპულ ფასეულობებს, იმ შესაძლებლობებს, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და მისი სხვადასხვა პროგრამები მოიცავს.
ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების მნიშვნელობასა და დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით გათვალისწინებულ სამომავლო ეტაპებზე.
პარალელურად, განხილულ იქნა ანტიდასავლური პროპაგანდის ნეგატიური ზეგავლენისა და მისგან მომდინარე საფრთხეებთან არგუმენტირებული ბრძოლის აუცილებლობის საკითხები.
გარდა ამისა, მომხსენებელმა აუდიტორიას საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.