ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 8, 2023

08.02.23 – სოფელი წყალწმინდა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ისტორიის, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმების, ერთობლივი პროგრამების, მიღწეული შედეგებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ნატო-ს პოლიტიკის დინამიკაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან მიმართებაში, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მასთან ბრძოლის აუცილებლობაზე.
გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო მასალები დაურიგდათ.