ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 21, 2023

21.11.23 – სოფელი ახალსოფელი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის ქვეყნის ევროპული კურსის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი გურიის რეგიონში ირაკლი პაპავა მონაწილეებს ევროპული ფასეულობების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორიის, ევროკავშირთან თანამშრომლობის დინამიკის, ხელშესახები შედეგებისა და პერსპექტივების, აგრეთვე, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში პედაგოგებისა და მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობების, ასოცირების შეთანხმების მიზნებისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადზე, კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზე და ქვეყნის მიერ გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებსა და პროცედურებზე.

მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე, ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერისა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მისი მედეგობის გაზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.