ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის სკოლაში ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მარტი 20, 2024
20.03.24 – სოფელი ჯურუყვეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი გურიის რეგიონში ირაკლი პაპავა, მონაწილეებს ევროკავშირის შექმნის ისტორიის, მისი გაფართოების ეტაპების, ევროპული ფასეულობების, საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობისა და ხელშესახები შედეგების, აგრეთვე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადზე, კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე და შემდგომ გადასადგმელ ნაბიჯებსა და პროცედურებზე.
მომხსენებელმა, ასევე, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მიზნებზე ისაუბრა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.