ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
მაისი 22, 2023
22.05.23 – ლანჩხუთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს საჯარო მოხელეებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი გურიის რეგიონში ირაკლი პაპავა ცენტრის მიზნებსა და საქმიანობაზე ესაუბრა.
მოწვეულმა ექსპერტი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ხატიაშვილი, მონაწილეებს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მნიშვნელობის, 12-პუნქტიანი რეკომენდაციების გეგმისა და მისი შესრულების მდგომარეობის, ასევე, დეზინფორმაციის საკითხების შესახებ ესაუბრა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.