ლენტეხის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომლებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა
აგვისტო 9, 2021

09.08.21 – ლენტეხი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებით, ლენტეხის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომლებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ, მონაწილეებს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის დაარსების, მისი ისტორიისა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო ნატო-საქართველოს პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებს, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და საქართველოს როლს გლობალური უსაფრთხოების პროცესში.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.