ლენტეხის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აპრილი 28, 2023

28.04.23 – ლენტეხი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლენტეხის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციაზე, ნატო-ს როლზე გლობალური უსაფრთხოების პროცესში, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკაზე, არსებულ მექანიზმებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
მომხსენებელმა, ასევე, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე, ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერისა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მისი მედეგობის გაზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის თემატური მასალა გადაეცათ.