ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ივნისი 14, 2022
14.06.22 – ლენტეხი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლენტეხის საზოგადოებრივ ცენტრში მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძე მიესალმა და ცენტრის მიზნებსა და საქმიანობაზე ესაუბრა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ხამაშურიძე, ვრცლად მიმოიხილა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატი, ასოცირების ხელშეკრულების შესრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ამ ეტაპამდე მიღწეული შედეგები. ყურადღება გამახვილდა მიმდინარე პროცესებსა და საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად განვლილ და მიმდინარე პროცედურულ ნაწილებზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.