ლენტეხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა

მარტი 24, 2021

24.03.21 – ლენტეხი

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა დაევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მე-9 კლასის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ, ევროკავშირის ისტორიაზე, ევროკავშირის გაფართოებისა და ინსტიტუციური ფორმირების პროცესზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველო ევროკავშირის თანამშრომლობაზე, ასოცირების ხელშეკრულებასა და ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანად შესრულების მნიშვნელობაზე. მოსწავლეები, ასევე, გაეცნენ ევროკავშირის პროგრამა Erasmus + მიერ სტუდენტებისთვის სხვადასხვა მიმართულებით გახსნილ შესაძლებლობებს. შეხვედრის დასასრულს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა უპასუხა მოსწავლეების კითხვებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.