ლენტეხის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა
მაისი 6, 2022
06.05.22 – სოფელი ხელედი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედის საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ, მონაწილეებს ევროკავშირის ისტორიის, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირისა და ნატო-ს გაფართოების ეტაპებს, ევროპულ ღირებულებებს და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მოსახლეობის მედეგობის გაზრდის მნიშვნელობას.
ასევე, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობა გააცნო და შეხვედრის დასასრულს საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო მასალა გადასცა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.