ლენტეხის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 18, 2022

18.02.22 – ლენტეხი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ, მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდა ნატო-ს ისტორიის, ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და არსებული მექანიზმების შესახებ. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს შორის პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.