ლენტეხის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 11, 2022
11.02.22 – ლენტეხი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ, მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდა ნატო-ს ისტორიის, ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და მექანიზმების შესახებ. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს შორის პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებს, ასევე, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და მასთან ბრძოლის გზებს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამგამოხატეენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.