ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 13, 2022

13.09.22 – სოფელი მელე

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ევროპული პერსპექტივის ისტორიულ მნიშვნელობასა და იმ ეტაპებსა და პროცედურებს, რომლებიც უნდა გაიაროს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის წარდგენიდან ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე. ხაზი გაესვა ქვეყნის განვითარების კუთხით ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობასა და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ფარგლებში გახსნილ შესაძლებლობებს. ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებთან და საქართველოს მუდმივ ნეიტრალიტეტთან მიმართებაში გავრცელებულ მითებზე.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის თემატური მასალები გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.