ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის გაერთიანების თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ივლისი 5, 2023

05.07.23 – დაბა ლენტეხი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, დაბა ლენტეხის ბიბლიოთეკის გაერთიანების თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, ცენტრის სტაჟიორთან თინათინ გოგობერიშვილთან ერთად, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ნატო-ს როლზე გლობალური უსაფრთხოების პროცესში, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკაზე, არსებულ მექანიზმებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.
მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის მიზნებზე და ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს თემატური ლიტერატურა გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.