ლენტეხის მუნიციპალიტეტის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აპრილი 28, 2023
28.04.23 – ლენტეხი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის შექმნისა და გაფართოების ეტაპებზე, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობაზე, ასოცირების ხელშეკრულებასა და იმ ხელშესახებ სიკეთეებზე, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების გზაზე იქნა მიღწეული.
მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის მიზნებზე, მიმდინარე და განხორცილებულ აქტივობებზე და მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური მასალა გადასცა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.