ლენტეხის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 29, 2023

29.09.23 – სოფელი ჩიხარეში

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, ცენტრის სტაჟორთან ქეთევან აბუთიძესთან ერთად, სკოლის მოსწავლეებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის შექმნისა და გაფართოების საკითხებზე, ასევე ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის, ასოცირების ხელშეკრულებისა და იმ ხელშესახები სიკეთეების შესახებ, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების გზაზე იქნა მიღწეული. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამებიდან საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა პროგრამა ERASMUS + ფარგლებში ახალგაზრდებისთვის გახსნილ შესაძლებლობებზე.

მომხსენებელმა, ასევე, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე ისაუბრა და მონაწილეებს ცენტრის მიერ გამოცემული თემატური მასალა გადასცა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.