ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აგვისტო 2, 2023

02.08.23 – სოფელი ხოფური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლაში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ნატო-ს როლზე გლობალური უსაფრთხოების პროცესში, ევროკავშირი-საქართველოსა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკაზე, არსებულ მექანიზმებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

მომხსენებელმა, ასევე, ხაზი გაუსვა საინფორმაციო ცენტრის მიზნებს, მიმდინარე და განხორცილებულ აქტივობებს, ასევე, ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის მნიშვნელობას.