ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის სკოლაში დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

მარტი 26, 2024

26.03.24 – სოფელი ხოფური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, მოსწავლეებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო ნატოს შექმნისა და გაფართოების საკითხებს, ასევე ნატო-საქართველოს თანამშრომლობას, ამ ეტაპამდე მიღწეულ შედეგებს. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე და მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური მასალა გადასცა.