ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აგვისტო 2, 2023
02.08.23 – სოფელი რცხმელური
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის ადმინისტრაციულ ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ნატო-ს როლზე გლობალური უსაფრთხოების პროცესში, ევროკავშირი-საქართველოსა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკაზე, არსებულ მექანიზმებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.
მომხსენებელმა, ასევე, საინფორმაციო ცენტრის მიზნებზე, მიმდინარე და განხორცილებულ აქტივობებზე, ასევე, ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.