„ლიდერ ქალთა სკოლის“ ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა

მარტი 27, 2022

27.03.22 – ხონი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროსა და ა/ო ედელვაისის ერთობლივი ინიციატივით, „ლიდერ ქალთა სკოლის“ ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის იმერეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, ახალგაზრდებს ცენტრის საქმიანობა გააცნო. საუბარი შეეხო ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორიასა და გაფართოების ეტაპებს. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ნატოსა და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა ასოცირების ხელშეკრულებას და უვიზო მიმოსვლის საკითხებს.

ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობების საკითხებზე – კერძოდ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენასთან დაკავშირებულ არსებულ ეტაპებზე და იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც უნდა იქნას მიღებული ევროკავშირის მხრიდან.

აღსანიშნავია, რომ „ლიდერ ქალთა სკოლა“ ქალთა ფონდი საქართველოსა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.