ლიდერთა ჰაბის მოსწავლეებთან სიმულაციური სწავლება ჩატარდა
აპრილი 3, 2024
03.04.24 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, ლიდერთა ჰაბის მოსწავლეებთან, დეზინფორმაციის სკოლის ფარგლებში სიმულაციური სწავლება ჩატარდა.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელებმა მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და მისია გააცნეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პროპაგანდის მეთოდებსა და ტექნიკებზე.
სიმულაციურ სწავლებაში მონაწილეობით, რომლის დროსაც გამოყენებულია ტექნიკური და ვიზუალური რესურსები, მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ შეიძინონ და განავითარონ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად საჭირო უნარ-ჩვევები, მიიღონ გარკვეული საბაზისო ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და წარმოადგინონ პრეზენტაციები.
აქტივობის ბოლოს შეფასდა სიმულაციის ეფექტიანობა წინასწარ განსაზღვრული ინდიკატორების მიხედვით.
მონაწილეებს დეზინფორმაციის სკოლა-სიმულაციურ სწავლებაში მონაწილეობის სერტიფიკატები გადაეცემათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.