მაღალმთიანი აჭარის ბიურო აშშ-საქართველოს ურთიერთობების 30 წლისთავის მიძღვნილ ღონისძიებაში ჩაერთო
ივნისი 15, 2022
15.06.22 – ხულო
ხულოს მუნიციპალიტეტში აშშ – საქართველოს ურთიერთობისა და სტრატეგიული პარტნიორობის 30 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში – კელი დეგნანმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის 30-წლიანი ისტორია შეაჯამა.
შეხვედრაზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის რეგიონულმა წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ მუნიციპალიტეტში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ცენტრის საქმიანობასა და მიღწევებზე.
შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო საინფორმაციო ცენტრისა და ხულოს ამერიკული თაროს საერთო პროექტების, ღონისძიებების ორგანიზების საკითხსაც.
შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო მასალები.