მაღალმთიანი აჭარის ბიურო დამოუკიდებლობის დღისადმი გამართულ ღონისძიებაში ჩაერთო
მაისი 26, 2022

26.05.22 – მაღალმთიანი აჭარა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიან აჭარის ბიუროს ჩართულობითა და ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები გაიმართა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო საზეიმო მსვლელობა, ჩატარდა მუნიციპალური პირველობა უმცროს ასაკთა შორის ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში.
მაღალმთიანი აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ, მოსახელობას საინფორმაციო ცენტრის საქმიანობა, არსებული მიღწევები და სამომავლო გეგმები გააცნო.
აგრეთვე, ადგილობრივ მოსახლეობას გადაეცათ სხვადასხვა სახის ლიტერატურა ევროკავშირის შესახებ.
ღონისძიების დასასრულს გაიმართა მცირე ვიქტორინა, სადაც გამარჯვებულებს გადაეცათ ცენტრისგან სამახსოვრო საჩუქრები.