მაღალმთიანი აჭარის ბიურო დედამიწის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში ჩაერთო

აპრილი 22, 2022

22.04.22 – ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს წითელი ჯვრისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფრომაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის ბიუროს ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება “დედამიწა ჩვენი სახლია”.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ, მონაწილეებს ევროპული ღირებულებებისა და გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ღონისძიების ფარგლებში ბავშვები ჩართულები იყვნენ სხვადასხვა გასართობ, შემეცნებით და საინტერესო აქტივობებში. ღონისძიების დასრულების შემდეგ გაიმართა დასუფთავების აქციაც. მონაწილეებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისგან გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.

აღსანიშნავია, რომ დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს ორასამდე ქვეყნის ათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან აღნიშნავს.