მაღალმთიანი აჭარის ბიურო ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში ჩაერთო
ივნისი 8, 2022
08.06.22 – ხულო
ხულოს მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო-მრჩეველთა საბჭომ განახლებული შემადგენლობით ფუნქციონირება განაახლა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მერისთვის რეკომენდაციების მიცემა და პრიორიტეტების განსაზღვრა.
შეხვედრაზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის რეგიონულმა წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ მუნიციპალიტეტში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი თვითმმართველობის როლზე.
შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო საინფორმაციო ცენტრის საქმიანობასა და თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობას, მათ შორის საერთო პროექტებისა და ღონისძიებების ორგანიზების კუთხით.
შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ საინფორმაციო ცენტრისგან ლიტერატურა და სიმბოლური საჩუქრები.