მაღალმთიანი აჭარის ბიურო ხულოს მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში ჩაერთო

დეკემბერი 5, 2021

05.12.21 – ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტის ქალთა ოთხმა პროგრამის “გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა“ ფარგლებში მიმდინარე წელს ჩატარებული ღონისძიებების პრეზენტაცია გამართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ, მონაწილეებს საინფრომაციო ცენტრის საქმიანობა გააცნო და პროექტის აქტიურ მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

საქველმოქმედო ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნარგიზ დეკანაძე ესწრებოდნენ.