მაღალმთიანი აჭარის ბიურო ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში ჩაერთო

მაისი 20, 2022

20.05.22 – სოფელი აგარა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის ბიურო, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლის მიერ ორგანიზებულ შემეცნებით ღონისძიებაში ჩაერთო.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ, მონაწილეებს ევროპულ ღირებულებებზე, საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის ქრონოლოგიაზე, ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტებსა და ევროპული განათლების მნიშვნელობაზე მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებს, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებს.

შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.