მაღალმთიანი აჭარის რეგიონის საჯარო მოხელეებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა
სექტემბერი 17, 2021
17.09.21 – შუახევი, ხულო, ქედა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, შუახევის, ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.
95-მდე მსმენელს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ევროგაერთიანების სიკეთეებსა დაევროინტეგრაციის პროცესის შედეგებზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ქრონოლოგიასა და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან მიღწევებზე.
საუბარი, ასევე, შეეხო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, მის პირობებსა და სიკეთეებს.
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ და ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.